„აქსიოსი“ – ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ომის დასრულების შემდეგ ახლო აღმოსავლეთისთვის ახალ სტრატეგიას ამზადებს

00:26, 05.09.2026

ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ომის დასრულების შემდეგ ახლო აღმოსავლეთისთვის ახალ სტრატეგიას ამზადებს. როგორც გამოცემა „აქსიოსი“ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ომისშემდგომი სტრატეგია ორიენტირებულია რეგიონულ ძალისხმევაზე, შეაკავოს ირანი და ისრაელსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობები გააფართოოს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გეგმა შემუშავების ჯერ კიდევ საწყის სტადიაზეა, თუმცა მიმართულია, განსაზღვროს აშშ-ის მიდგომა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით.

როგორც ანონიმური წყაროები აღნიშნავენ, სტრატეგიაზე პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალ პოლიტიკურ დონეზე, ისე უწყებებს შორის სამუშაო დონეზე.

მათივე ცნობთ, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა ტრამპმა ორი შეხვედრა გამართა მრჩევლებთან, სადაც განიხილეს გეგმა და იდეები.

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე სამი ძირითადი ელემენტი გამოიკვეთა: 1. აშშ-ის მოკავშირეთა შორის რეგიონული ალიანსის შექმნა ირანის შესაკავებლად, სადაც აშშ-ს გარანტორის როლშია; 2. კონფლიქტების დასრულება (7 ოქტომბრის შემდეგ): ღაზის სექტორში ტრამპის გეგმის მომდევნო ეტაპის ამოქმედება, ასევე ისრაელსა და სირიას, ისრაელსა და ლიბანს შორის უსაფრთხოების შეთანხმებების მიღწევა;  3. „აბრაამის შეთანხმების“ გაფართოება და ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ნორმალიზების შეთანხმების გაფორმება.

ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ისრაელში 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ნებისმიერი ახალი მთავრობა მზად იქნება და შეძლებს ომისშემდგომ სტრატეგიაზე თანამშრომლობას.

მსგავსი