„აქსიოსი“ - აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ბოლო დღეებში პირდაპირი კომუნიკაცია შედგა
„აქსიოსი“ - აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ბოლო დღეებში პირდაპირი კომუნიკაცია შედგა

აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის ბოლო დღეებში პირდაპირი კომუნიკაცია შედგა, – ამის შესახებ „აქსიოსი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

კონკრეტულად რა შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდათ მხარეებს, დეტალები უცნობია, თუმცა ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი კომუნიკაციაა ირანისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის. ვინ იყო შეტყობინების ავტორი, ამ შემთხვევაში წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ერთმანეთისგან განსხვავდება.

ერთ-ერთი აცხადებს, რომ შეტყობინების ავტორი აბას არაღჩი იყო, ხოლო მეორე მიანიშნებს სტივ უიტკოფზე და წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ არაღჩი ამ შეტყობინებებს აიგნორებდა.

„აქსიოსი“ წერს, რომ არაღჩის ამერიკელი მაღალჩინოსნები პირველ მოსაუბრედ განიხილავენ ორი მიზეზის გამო – მასთან წინასწარ ჩამოყალიბებული ურთიერთობა აქვთ და ის ჯერ კიდევ ცოცხალია.