აქსელ დისასი „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
აქსელ დისასი „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ „მონაკოდან“ ცენტრალური მცველის აქსელ დისასის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება.

„მონაკომ“ 25 წლის მოთამაშე „რეიმსიდან“ 2020 წელს 13 მილიონ ევროდ შეიძინა. 2022-23 წლების სეზონში დისასიმ 49 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.