აქციის მონაწილეებმა ორთაჭალაში მდებარე შსს-ს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს
აქციის მონაწილეებმა ორთაჭალაში მდებარე შსს-ს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობასთან ზვიად კუპრავა აქტივისტებთან ერთად მივიდა. მათ უწყებასთან შეშა მიიტანეს.

აქციის მონაწილეების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტოს შეშის პოვნასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავენ. ამით აქტივისტები საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველების მიერ შეშის წართმევას აპროტესტებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა ორთაჭალაში მდებარე შსს-ს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.