პაპუნაშვილმა „აპოლონთან“ კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT
პაპუნაშვილმა „აპოლონთან“ კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT

გიორგი პაპუნაშვილი უკვე ოფიციალურად გახდა თავისუფალი აგენტი და ახალი გუნდის ძიებას იწყებს – ამის თაობაზე ინფორმაციას ლიმასოლის „აპოლონი“ ავრცელებს.

„ლიმასოლის „აპოლონი“ აცხადებს, რომ ორმხრივი შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება ფეხბურთელებთან, გიორგი პაპუნაშვილთან და მუსტაფა ამინისთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ. მათ პროფესიულ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერი გუნდის პრესსამსახურის განცხადებაში.

philenews-ის ცნობით, პაპუნაშვილისაპოლონიდან“ წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა:

„ამ ორი ფეხბურთელი წასვლას იანვრამდე ელოდნენ. პაპუნაშვილის შემთხვევაში მიზეზი ისაა, რომ ტრავმის შემდეგ სასურველ ფორმაში ვერ შევიდა“.

მიმდინარე სეზონში გიორგი პაპუნაშვილი, ფაქტობრივად, სკამზე დასვეს. მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა, მაშინაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე ცორნიგერმა შეცვლაზე 13 წუთით შეუშვა.

საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელის მენეჯერმა, ლევან ზუხბაიამ განაცხადა, რომ გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო პოლონეთის, უნგრეთის, ისრაელის, თურქეთის და უკრაინის გუნდებთან.