„აპოლონის“ მწვრთნელი - რაც გვსურდა, გავაკეთეთ
„აპოლონის“ მწვრთნელი - რაც გვსურდა, გავაკეთეთ

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოსთან“ მოგებული (5:1) შეხვედრა ნიქოზიას „აპოლონის“ მთავარმა მწვრთნელმა სოფრონის აუგუსტოსმა შეაფასა.

„გავაკეთეთ ის, რაც გვინდოდა, ბევრი შესაძლებლობა გქვონდა ბევრიც გავიტანეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპი შესანიშნავი შედეგით დავასრულეთ. მოხარული ვართ, რომ გუნდის ახალწვეულმა დაბომ თავისი შესაძლებლობები გამოაჩინა – ის გუნდში გოლის გასატანად მოვიყვანეთ და ასეც მოხდა. მოთამაშეებმა მატჩი სრული კონცენტრაციით ჩაატარეს. ეს მნიშვნელოვანია ახალ ფორმატში, როდესაც საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ერთმატჩიანია. ასეთ თამასს კონცენტრირება სჭირდება, შეცდომების უფლება არ გვაქვს. ფეხბურთელებმა კარგად გაითვალისწინეს მატჩის სერიოზულობა და საჭირო დამოკიდებულება გამოავლინეს,“ – ამბობს სოფრონის აუგუსტოსი.

საინტერესოა, რომ კვიპროსულმა გუნდმა ევროპულ ისტორიაში რეკორდი დაამყარა – აქამდე „აპოლონს“ 5:1 არასოდეს მოეგო. „აპოლონმა“ ამ მოგებით ბიუჯეტიც შეივსო – ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლით გუნდმა ნახევარი მილიონი ევრო მიიღო – 240 ათასი მონაწილეობისთვის და 260 ათასი მეორე საკვალიფიკაციოში გასვლის წყალობით.