„აპოლონის“ ფანებმა ინჯგია მატჩის საუკეთესო მოთამაშეებში მეორე ადგილზე დაასახელეს #1TVSPORT
„აპოლონის“ ფანებმა ინჯგია მატჩის საუკეთესო მოთამაშეებში მეორე ადგილზე დაასახელეს #1TVSPORT

„აპოლონის“ გულშემატკივრებმა აელ-თან მატჩის საუკეთესო მოთამაშეებში რევაზ ინჯგია მეორე ადგილზე დაასახელეს, ხოლო პირველზე მეკარე ალექსანდრე იოვანოვიჩი გავიდა.

სერბეთის ნაკრების მეკარემ ხმების უმრავლესობა მიიღო. 29 წლის ალექსანდრე იოვანოვიჩი მე-15 ტურში გუნდის MVP-ად „აპოლონის“ ფანების 44% პროცენტმა დაასახელა. სერბმა მატჩში შთამბეჭდავი სეივები შეასრულა და გუნდს ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 შეხვედრის მოგებაში დაეხმარა. 21 წლის ქართველ თავდამსხმელს მხარი გამოკითხულთა 27%-მა დაუჭირა.

მე-15 ტურის გადადებულ თამაშში გათამაშების ლიდერმა „აპოლონმა“ თანაქალაქელი აელ-ი მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ მდევრის როლში იყო. აელ-ი 38 წუთზე დაწინაურდა. 58-ე წუთზე „აპოლონმა“ წონასწორობა აღადგინა, გადამწყვეტი გოლი კი 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა (რომელიც მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა) 90-ე წუთზე გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა 2:1.

რეზი ინჯგიამ, რომელიც „აპოლონში“ 2021 წელს გადავიდა, ლიმასოლის გუნდში პირველი გოლი გაიტანა.