„აპოლონი“ ტესტ-მატჩში დამარცხდა - ქართველებმა შეცვლაზე ითამაშეს #1TVSPORT
„აპოლონი“ ტესტ-მატჩში დამარცხდა - ქართველებმა შეცვლაზე ითამაშეს #1TVSPORT

კვიპროსის „აპოლონი“, სადაც ორი ქართველი თამაშობს, სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ლიმასოლელებმა მორიგი ამხანაგურ მატჩი „არისთან“ გამართეს და 2:1 გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ანგარიში 55-ე წუთზე „არისმა“ დანიელ სიკორსკის გოლით გახსნა, 75 -ე წუთზე ბაგალი დაბომ წონასწორობა აღადგინა, ხოლო გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ნიკოლას მატეუმ გაიტანა.

„აპოლონის“ ქართველები სათადარიგოებში იყვნენ და შეცვლაზე ითამაშეს – რეზი ინჯგია მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი – 66-ე წუთზე.

შეგახსენებთ, რომ „აპოლონი“ კონფერენს ლიგაზე სლოვაკურ „ჟილინასთან“ დამარცხდა. გუნდი კვიპროსის ჩემპიონატის დაწყებისთვის ემზადება.

დატოვე კომენტარი