„აპოლონი“-„საბურთალოს“ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 27 აგვისტოს 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ
„აპოლონი“-„საბურთალოს“ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 27 აგვისტოს 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ

27 აგვსიტოს საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში კვიპროსის „აპოლონს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრა, რომელიც კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში „ჯი ეს პი” სტადიონზე ჩატარდება, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„კვიპროსის „აპოლონი“ ტრადიციული და გამოცდილი კლუბია, რომელიც სისტემატურად თამაშობს ევროტურნირებზე. ჩვენი მეტოქის შემადგენლობაში 16 ლეგიონერი ირიცხება. კვიპროსში გასული სეზონი კორონავირუსის გამო შეწყდა. გუნდებიც იმ პოზიციით გავიდნენ ევროტურნირებზე, რა ადგილიც იმ დროისთვის ეკავათ. „აპოლონი“ მეოთხეზე იყო“, – ასეთი იყო „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თემურ შალამბერიძის შეფასება.