„აპოელს“ ოქრიაშვილის გაშვება ფინანსური მოტივებით სურს #1TVSPORT
„აპოელს“ ოქრიაშვილის გაშვება ფინანსური მოტივებით სურს #1TVSPORT

კვიპროსული გამოცემა Balla.com.cy ამტკიცებს, რომ თორნიკე ოქრიაშვილის „აპოელის“ გადაწყვეტილება მასთან დაშორების თაობაზე ქართველი მოთამაშის მენეჯერს აცნობეს და თხოვეს, რომ ახალი კლუბი მონახოს.

„დადასტურებულია, რომ ქართველს ნიქოზიას კლუბში დარჩენა აღარ სურს. მიზეზი მოსალოდნელზე დაბალი ეფექტურობა იყო, ასევე გუნდისადმი ინტერესის ნაკლებობა, რაც ვარჯიშებსა და მატჩებში ცნობილი და მოულოდნელი არყოფნით გამოიხატებოდა. მის მენეჯერს უკვე აცნობეს, რომ გუნდი უნდა იპოვოს და რომ „აპოელი“ გაუშვებს“, – წერს გამოცემა.

სამწუხაროდ, „ოქრიაშვილს ბოლო წლებში ტრავმები ხშირად აწუხებდა და ამის გამო დრო ბევრჯერ გაუცდა. თუმცა, როგორც Balla.com.cy-ზე გამოქვეყნებული წერილიდან ირკვევა, ქართველის გაშვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არა სპორტული, არამედ ფინანსური მხარეა.

„ახლა პრობლემაა ისეთი გუნდის პოვნა, რომელიც ოქრიაშვილის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომელსაც „აპოელთან“ კონტრაქტი კიდევ ორი ​​წლით აკავშირებს და ეს არ არის იაფფასიანი კონტრაქტი, რომელიც წელიწადში აღწევს ან აღემატება 300 ათასს ევროს“, – ამტკიცებს გამოცემა.