„აპოელმა“ „პარალიმნი“ დაამარცხა - ქართველებიდან მხოლოდ ქვილითაიამ ითამაშა #1TVSPORT
„აპოელმა“ „პარალიმნი“ დაამარცხა - ქართველებიდან მხოლოდ ქვილითაიამ ითამაშა #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია მოედანს დაუბრუნდა და „აპოელის“ ფორმა მოირგო კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში „პარალიმნისთან“, რომელიც ქართველების გუნდმა 2:1 მოიგო.

ბოლო ორი თამაშია, „აპოელში“ ქართველებიდან მხოლოდ ქვილითაია თამაშობს და ამჯერადაც ასე მოხდა: კვიპროსის პირველი დივიზიონის 23-ე ტურის მატჩში, რომელიც „აპოელმა“ გასვლაზე ჩაატარა, ლაშა დვალი და მურთაზ დაუშვილი ნიქოზიელების განაცხადში იყვნენ, მაგრამ მოედანზე არ გასულან.

შეცვლაზე მხოლოდ გიორგი ქვლითაიამ ითამაშა, რომელიც წინა ტურში მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგ „აპოელის“ 29 წლის ქართველი კაპიტანი მოედანზე დაბრუნდა.

„აპოელმა“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მაჩედას (29) გოლით მოიპოვა. მეორე ნახევარში მასპინძლების კარი ელ ფარდუ ბენმაც (61) აიღო და მიუხედავად იმისა, რომ მეირამ (76) სხვაობა შეამცირა, „აპოელმა“ გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა, 23-ე ტურის შემდეგ 52 ქულით მეორე ადგილი შეინარჩუნა და ლიდერს, ლარნაკას აეკ-ს (54) 2 ქულით ჩამორჩება.