„აპოელის“ ყოფილი მწვრთნელი - ჩვენ ასეთი ქვილითაია გვინდა, ვიხილოთ #1TVSPORT
„აპოელის“ ყოფილი მწვრთნელი - ჩვენ ასეთი ქვილითაია გვინდა, ვიხილოთ #1TVSPORT

„აპოელის“ ვეტერანმა მოთამაშემ, ყოფილმა მწვრთნელმა და კლუბის გამგეობის წევრმა, ტაკის ანტონიუმ კვიპროსის თასის 1/8-ფინალში „არისთან“ ქვილითაიას თამაშსა და გუნდის საჩემპიონო ამბიციებზე რადიო Super Sport FM-თან ისაუბრა

გიორგი ქვილითაიამ ბოლო პერიოდში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „აპოელს“ კვიპროსის თასზე მოგებასა და გათამაშების შემდეგ წრეში გასვლაში დუბლით და საგოლე გადაცემით დაეხმარა.

„ეს იყო ქვილითაიას საუკეთესო თამაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ გოლები გაიტანა – იმიტომ, რომ მოედანზე მისი ყოფნა თავლშისაცემი იყო. ის გახლდათ შეტევის ყველა ფაზის წამომწყები და ბურთს კარგად აკონტროლებდა.

– გიორგიმ მეტოქეს ფსიქოლოგიულად აჯობა და ამით შეხვედრის მოგებაში დიდი როლი ითამაშა. წარმატებებს და ასეთ დონეზე თამაშის გაგრძელებას ვუსურვებ. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ ასეთი ქვილითაია, რომელიც ყოველ მატჩში 1-2 გოლს გაიტანს და ეს არ გაგვიკვირდება.

– ვფიქრობ, „აპოელის“ გულშემატკივრები მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ. მილოევიჩმა დაცვა გააძლიერა და გუნდი ბოლომდე იბრძვის. მიუხედავად ხარვეზებისა, მწვრთნელი აშენებს გუნდს და ახალ ელემენტებს ამატებს. ამავე დროს, ტრავმირებულებიც დაბრუნდნენ და „აპოელი“ ფსიქოლოგიურად უკეთ გამოიყურება.

არის თუ არა „აპოელი“ ჩემპიონატის ფავორიტი? არ მგონია, რადგან „პაფოსს“ ინდივიდუალურად უფრო მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. საუკეთესო გუნდი კი აეკ-ია, რომელიც მუდმივად პროგრესირებს. ამ სამ გუნდს ჩემპიონობის თანაბარი შანსი გააჩნია და მათგან ვერავის გამოვარჩევ“, – განაცხადა „აპოელის“ ვეტერანმა მოთამაშემ და ყოფილმა მწვრთნელმა.