„აპოელის“ ყოფილი მოთამაშე - ქვილითაია ფორმაში რომ შევა, სულ სხვა გუნდს ვიხილავთ #1TVSPORT
„აპოელის“ ყოფილი მოთამაშე - ქვილითაია ფორმაში რომ შევა, სულ სხვა გუნდს ვიხილავთ #1TVSPORT

„აპოელის“ ყოფილმა მოთამაშემ და მენეჯერმა ტასის ანტონიუმ გუნდის პრესპექტივაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „აპოელი“ სულ სხვა გუნდი გახდება, როდესაც რამდენიმე მოთამაშე ფორმაში შევა – მათ შორის გუნდის კაპიტანი გიორგი ქვილითაიაც დაასახელა.

„ყვითელ-ლურჯები სხვა გუნდი გახდება, როცა ცენტრალური ნახევარმცველები და თავდამსხმელები „საწვავს შეივსებენ”. ვგულისხმობ ქვილითაიას, მაგლიცას, ბლუმს და დონისსა და სარფოს. ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებსაც შეუძლიათ გუნდის თამაშს იმპულსი შემატონ.

მე მჯერა, რომ „აპოელს“ მეტი შეუძლია, რადგან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მათ აქამდე ბევრი გამოაკლდათ ცენტრალური თავდამსხმელის და ცენტრალური ნახევარდაცვის საკვანძო პოზიციებზე, ეს გავლენას ახდენდა გუნდის ერთიანობასა და მის ფუნქციონირებაზე. როცა ქვილითაია ფორმაში შევა, მაგლიცა დაბრუნდება, სარფო მომჯობინდება, უკეთესი გუნდი გვეყოლება.

ახლა კი 6 ტურში გუნდის ანგარიშზე მხოლოდ 5 გოლია, რაც ცხადია, ცუდი მაჩვენებელია, მაგრამ უკვე დაბრუნდნენ დონისი, ბლუმი. მაგლიცა, ქვილითაია, სარფო. როცა ისინი მზად იქნებიან, სხვა „აპოელს“ ვიხილავთ. ისინი უკეთ დაეხმარებიან თამაშის ორგანიზებაში, შეტევებში და ასეთ შემთხვევაში, „აპოელს“ ჩემპიონობის მოპოვება არ გამიკვირდება“, – ამბობს „აპოელის“ ვეტერანი ფეხბურთელი და მენეჯერი.