„აპოელის“ საშინელი სტარტი - ქართველების გუნდი „პაფოსმა“ გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატი ცუდად დაიწყო „აპოელმა“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ნიქოზიას კლუბმა პირველი ტურის მატჩი გასვლაზე „პაფოსთან“ ჩაატარა და 0:4 დამარცხდა.

ნიქოზიასაპოელის“ ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველი იყო – მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია, მაგრამ მათ გუნდის დახმარება ვერ მოახერხეს.

პაფოსმა“ თამაში მშვენივრად დაიწყო და პირველ წუთზე ვილი სემედომ ანგარიში გახსნა. მე -5 წუთზე „აპოელმა“ სცადა პასუხის გაცემა, მაგრამ ოქრიაშვილის დარტყმას მცველი გადაეღობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

45-ე წუთზე ვიდეორეფერის დახმარებით მსაჯმა დაადგინა, რომ დაუშვილმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ონი ვალაკარმა გამოიყენა და „პაფოსის“ უპირატესობა გაზარდა. 45+3-ე წუთზე ვილი სემედომ ანგარიში 3-0-მდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი 62-ე წუთზე ვალაკარიმ დააფიქსირა – 4:0.

„ტრაგიკული დღე „აპოელის” ისტორიაში“, – ასე შეაფასა ყველაზე პოპულარული კვიპროსული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სავას პურსაიტიდისმაპაფოსთან“ მოულოდნელი და მტკივნეული მარცხი.