„აპოელის“ ქართველებს მწვრთნელი მოუხსნეს - „ჯვაროსნების“ სამეულის გადაბირება მისი იდეა იყო #1TVSPORT
„აპოელის“ ქართველებს მწვრთნელი მოუხსნეს - „ჯვაროსნების“ სამეულის გადაბირება მისი იდეა იყო #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში ნიქოზიას „აპოელი“, სადაც სამი ქართველი თამაშობს, „პაფოსთან“ შეხვედრაში 0:4 დამარცხდა, რის გამოც გუნდის მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს.

ეს მოულოდნელი და მტკივნეული შედეგი აღმოჩნდა ნიქოზიასაპოელისთვის“, რომელმაც სეზონის დაწყებამდე ტრანსფერებზე საკმაოდ სოლიდური სახსრები დახარჯა, რათა პოზიციები დაებრუნებინა. „აპოელი“ კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია – ნიქოზიელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხუთჯერ გავიდნენ, ხოლო ოთხჯერ – ევროპის ლიგის ჯგუფში.

აპოელის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ სავას პურსაიტიდისთან თანამშრომლობის დასრულებაზე გადაწყვეტილება მათთვის რთული იყო, რადგან მან „აპოელი“გასულ სეზონში ჩაიბარა, როდესაც ძალიან უჭირდათ და მან გუნდის ლიგაში დატოვება მოახერხა.

„ეს ძალიან სამწუხაროა და ადმინისტრაციის მხრიდან ადვილი გადაწყვეტილება არ იყო, რომ თანამშრომლობი დაგვესრულებინა. თუმცა, დირექტორთა საბჭოს შეხვედრებისა და ყველა საკითხის განხილვის შემდეგ, ტექნიკური პერსონალის შეცვლა ერთხმად გადაწყდა“, – წერია „აპოელის“ გადაწყვეტილებაში.

პურსაიტიდის მიმართ ჩვენს ინტერესს კი ის განაპირობებს, რომ სწორედ სავასი იყო „აპოელში“ საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშის (მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშილი, გიორგი ქვილითაია) თემურ ქეცბაიას „ანორთოსისიდან“ გადაყვანის ინიციატორი.

სავას პურსაიტიდისი ქართულ სამეულს ენდობოდა და დიდ იმედებსაც ამყარებდა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ გიორგი ქვილითაია გუნდის ვიცე-კაპიტნად დანიშნეს. „აპოელის“ ახალი მწვრთნელის ვინაობა ჯერ უცნობია.