„აპოელის“ პრეს-სპიკერი - ოქრიაშვილმა თავი ცუდად იგრძნო და დავასვენეთ #1TVSPORT
„აპოელის“ პრეს-სპიკერი - ოქრიაშვილმა თავი ცუდად იგრძნო და დავასვენეთ #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრა გამოტოვა, რომელიც ნიქოზიასაპოელმა“ ლიმასოლში „არისთან“ გამართა.

ნიქოზიელები მეტოქეს ხუთი წამყვანი მოთამაშის გარეშე ესტუმრნენ. მათ შორის იყვნენ ტრავმირებული მურთაზ დაუშვილი და წინა ტურის გმირი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც „ეთნიკოსთან“ შესანიშნავი გოლით გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

კვიპროსული მედიის ცნობით, ქართველ შემტევ ნახევარმცველს ვირუსი ჰქონდა. თუმცა, კლუბის პრეს-სამსახურის უფროსმა ნექტარიოს პეტევინოსმა განაცხადა, რომ თორნიკე გადაღლილი იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულის მოპოვება. მით უფრო, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ ორი მოთამაშე გამოგვაკლდა. ერთ-ერთი ოქრიაშვილია, რომელმაც მატჩის წინა დღეს თავი ცუდად იგრძნო. ბოლო მომენტამდე ველოდებოდით, რომ ის მომჯობინდებოდა, მაგრამ ბოლოდროინდელი დატვირთვებისგან გადაღლილია და თამაშზე აღარ წამოვიყვანეთ“, – განაცხადა „აპოელისპრეს-სამსახურის უფროსმა.

საკადრო პრობლემების მიუხედავად, „აპოელმა“ლუკას სოუზას მიერ 71-ე წუთზე გატანილი გოლით „არისთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა (1:0) და 9 ქულით საუკეთესოთა ექვსეულში შევიდა.

დატოვე კომენტარი