„აპოელის“ მწვრთნელი ოქრიაშვილის იმედად არის - მას ლიდერთან მოედანზე ვითარებას შეცვლა შეუძლია #1TVSPORT
დღეს კვიპროსის ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება – ქართული სამეულის „აპოელი“ ჩემპიონატის მე-14 ტურში ლიმასოლის „აპოლონს“ უმასპინძლებს.
კვიპროსული მედიის ცნობით, გათამაშების ლიდერთან შეხვედრაში „აპოელის“ მწვრთნელს განსაკუთრებით ქართველი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის იმედი აქვს.
„ნიქოზიას „აპოელის“ მწვრთნელი სოფრონისი იმედოვნებს, რომ ხვალ „აპოლონთან“ მნიშვნელოვან მატჩში ოქრიაშვილისგან ბევრს ელის. ის იმედოვნებს, რომ ქართველი შემტევი გამორჩეული იქნება. საერთოდ, სოფრონისი მიიჩნევს, რომ ოქრიაშვილი ის ფეხბურთელია, რომელსაც საჭირო დროს მოედანზე ვითარებას შეცვლა შეუძლია. თავად 29 წლის ნახევარმცველიც მოუთმენლად ელის მატჩს, სურს გუნდს და თანაგუნდელებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმაროს. ამას ელიან „აპოელის“ მოთამაშეებიც. მისი მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, ფეხბურთელისგან დიდი მოლოდინია და ყველას უნდა, რომ თორნიკე გამოვიდეს და თავი ისევ გამოიჩინოს“, – წერს „სპორტ ტაიმი“.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება მურთაზ დაუშვილიც. მიზეზი ისაა, რომ დიდი კითხვის ნიშანია მარიუს ლუნდემოს თამაშთან დაკავშირებით, რაც მურთაზ დაუშვილის როლს ზრდის, რომელიც ნორვეგიელის კონკურენტია.
ტრავმის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა კონდიციები აღიდგინა, მაგრამ ბოლო დროს „აპოელის“ სათადარიგოებშია. ბოლოს ძირითად შემადგენლობაში 18 ოქტომბერს ახნას „ეთნიკოსთან“ (2:1) საშინაო მატჩში გამოჩნდა, სადაც დაშავდა და ახალ ძირითადში დაბრუნებას ცდილობს.