აპოელ-ის მწვრთნელი - „დილას“ რამდენიმე ფეხბურთელი ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ფლანგის ფორვარდები #1TVSPORT
აპოელ-ის მწვრთნელი - „დილას“ რამდენიმე ფეხბურთელი ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ფლანგის ფორვარდები #1TVSPORT

გორის „დილასთან“ განმეორებითი შეხვედრის მოგების (1:0) და კონფერენს ლიგის პლეი ოფში გასვლის შემდეგ აპოელ-ის მთავარმა მწვრთნელმა, რიკარდუ სა პინტუმ პრეკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.

„ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა და გოლის გატანას შეეცდებოდა, რადგან მათ გამარჯვების სჯეროდათ. ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის. ვფიქრობ, ჩვენ უკეთესი სტრატეგიის ხარჯზე მოვიგეთ. ვითამაშეთ ჭკვიანურად, გამოცდილებით, ორგანიზებულად. „დილას“ გატანა სჭირდებოდა და გვაპრესინგებდა. პირველ ტაიმში ბურთი ვერ დავიჭირეთ და ვერც ტემპს ვაკონტროლებდით. მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა. თუმცა, ბევრი მომენტი ვერ შექმნეს, რადგან დაცვაში საიმედოდ ვთამაშობდით.

ფეხბურთელებს შესვენებაზე ვუთხარი, რომ თავისუფალ სივრცეებში შეგვეტია. ასე აპოელ-ი ძალიან საშიშია. მეორე ტაიმი ბევრად უკეთესად ჩავატარეთ და ფანტასტიკური გოლიც გავიტანეთ. ამის შემდეგ თამაშს ბოლომდე ვაკონტროლებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბევრი ამბობს, რომ „დილა“ არაა ძლიერი მეტოქე, რასაც მე არ ვეთანხმები. საკმაოდ კარგი მეტოქე იყო, რომელსაც რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს და დიდი ხანია, ერთად თამაშობენ. „დილას“ 3-4 ფეხბურთელი ჩვენს გუნდშიც თავისუფლად ითამაშებდა. განსაკუთრებით მათი ფლანგის ფორვარდები მომეწონა.

თამაში აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ, ზოგადად, ძალიან კმაყოფილი ვარ. სეზონის დასაწყისში, კონფერენს ლიგაზე ოთხი მატჩი ჩავატარეთ და ოთხივეს მოგება შევძელით. ამით ძალიან ვამაყობ, რადგან წარმატებული გამოსვლა მოთამაშეთა ფსიქოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აპოელ-ი უკეთესი გუნდი იყო და გამარჯვება დავიმსახურეთ. შემდეგ ეტაპზე თამაში ბელგიური „გენტის“ წინააღმდეგ მოგვიწევს. საკამათო არაა, რომ ეს ძალიან რთული შეხვედრები იქნება”, – განაცხადა აპოელ-ის მწვრთნელმა.