„აპოელის“ მწვრთნელი დაუშვილით კმაყოფილია - მას ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია #1TVSPORT
„აპოელის“ მწვრთნელი დაუშვილით კმაყოფილია - მას ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია #1TVSPORT

ნიქოზიასაპოელის“ მწვრთნელი სავას პურსაიტიდისი გუნდის ქართველი ახალწვეულის, მურთაზ დაუშვილის თამაშით კმაყოფილია, – ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა „ტემასპორტი“ წერს.

ნიქოზიასაპოელმა“ ათენში „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ ტესტ-მატჩში რამდენიმე ისეთი ელემენტი აჩვენა, რომლის დანახვაც სავას პურსაიტიდისს სურდა. მოედანზე იყო გუნდი, ფეხბურთელები გამოირჩეოდნენ მონდომებით და განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ. „აპოელმა“ აჩვენა, რომ გაძლიერებასთან ერთად პროგრესირებს – ნახევარდაცვაში დაუშვილი, დე ვინსენტის, დანილოს და ეფრემის, თავდასხმაში კი თეოდორუს და ქვილითაიას დამატება გუნდს დაეტყო“, – წერს გამოცემა.

კვიპროსული გამოცემა სამ ახალწვეულს გამოარჩევს და მათ შორის, საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი დაუშვილიც მოხვდა.

„კარო, დაუშვილი და თეოდორუ ის სამი ფეხბურთელია, რომლებმაც მოედანზე აჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ არა მხოლოდ მოერგონ ძირითად გუნდს, არამედ ვითარება უკეთესობისკენ შეცვალონ – სავას პურსაიტიდისი კმაყოფილია იმ თამაშით, რაც ამ სამეულმა აჩვენა. გუნდი შემდეგ ამხანაგურ მატჩს „აპოლონთან“ შაბათს გამართავს და „აპოელის“ მწვრთნელი ამჯერადაც ელოდება იმას, რაც ათენში ნახა“.

ტემასპორტის“ ჟურნალისტის აზრით, გუნდი თორნიკე ოქრიაშვილის გამოჯანმრთელებისა და კიდევ რამდენიმე ახალწვეული დამატების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება.

„პარასკევს კვიპროსზე სოუზა ჩამოვა, ხოლო ოქრიაშვილი, მაგლიკა და სავიჩი „აპოელს“ მალე დაეხმარებიან. „ლურჯ-ყვითლებს“ ახალწვეულები სეზონისთვის ძალიან გააძლიერებენ. ეს უნდა გახდეს ის გზა, რომელიც „აპოელს“ კვიპროსული ფეხბურთის მწვერვალზე დააბრუნებს. მაგრამ ამისთვის მწვრთნელმა უნდა იპოვოს რეცეპტი ამდენი „სახელისთვის“, რომ ისინი ერთსულოვან გუნდად ჩამოაყალიბოს, რომელსაც ლიდერობის დაბრუნება შეუძლია“.