„აპოელის“ მწვრთნელი - არ მგონია, გიორგი ქვილითაიას სერიოზული ტრავმა ჰქონდეს #1TVSPORT
„აპოელის“ მწვრთნელი - არ მგონია, გიორგი ქვილითაიას სერიოზული ტრავმა ჰქონდეს #1TVSPORT

„აპოელის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიკარდო სა პინტომ „გენტთან“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის პირველი მატჩის წაგების (0:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა და გუნდის კაპიტნის, გიორგი ქვილითაიას შეცვლის მიზეზებზეც ისაუბრა.

„რთული თამაში გვქონდა. „გენტს“ კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათი შეჩერება რთული იყო. რა თქმა უნდა, ისინი ბურთს უფრო მეტრად ფლობდნენ. მიუხედავად ამისა, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ რაიმე მომენტში თამაშის კონტროლი დავკარგეთ.

მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით, მეტოქეს არცერთი მომენტი არ შეუქმნია და პირველი გოლი არაფრიდან გავიდა. მათ აქვთ კლასი, მაგრამ ეს გოლი იღბლის შედეგი იყო, არ მგონია, რომ 0:0 სამართლიანი შედეგი იქნებოდა, რადგან მეორე გოლი შესანიშნავი აღმოჩნდა.

იყო თუ არა ქვილითაიას შეცვლა იძულებითი? „აპოელისთვის“ რთული მატჩი იყო, მას კი გარკვეული სირთულეები ჰქონდა. ამას გარდა, ყვითელი ბარათიც მიიღო და შევცვალე. თუმცა, არ მგონია რაიმე სერიოზული ტრავმა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ის შემდეგ მატჩში დაგვეხმარება.

როგორ ითამაშებს „აპოელი“ განმეორებით მატჩს? მანამდე გონება და სხეული უნდა დავისვენოთ, ვუყუროთ თამაშს, გავაანალიზოთ და ვიფიქროთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. მეორე მატჩში მაყურებელი მოტივაციას მოგვცემს და ორმატჩიანი დაპირისპირების ბედის შემოტრიალებაში უნდა დაგვეხმაროს“, – ამბობს „აპოელის“ მწვრთნელი.