„აპოელი“ თასის შემდეგ ეტაპზეა - ორი ქართველი განაცხადში არ იყო #1TVSPORT
„აპოელი“ თასის შემდეგ ეტაპზეა - ორი ქართველი განაცხადში არ იყო #1TVSPORT

აპოელმა“ სეზონში პირველად გაიმარჯვა. გუნდმა, სადაც ქართული სამეული ირიცხება, კვიპროსის თასზე „ნეა სალამინა“ 2:0 დაამარცხა.

ქართველებს ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშიათ. გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ. სამატჩო ოქმში მხოლოდ მურთაზ დაუშვილი იყო.

ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა. პირველი გოლი „ნეა სალამინას“ კარში გავიდა. ფაკუნდო ზაბალამ ჯარიმა ოსტატურად შეასრულა და მეკარეს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა. 83-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ ნეო ნატელმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.

თასის მატჩები ამ ეტაპზე ერთრაუნდიანია. ნაწილი დღეს გაიმართა, ნაწილიც 29 სექტემბერს ჩატარდება.