„აპოელი“ სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდა - კვიპროსში ქვილითაიას შედეგიანობა გამოარჩიეს #1TVSPORT
„აპოელი“ სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდა - კვიპროსში ქვილითაიას შედეგიანობა გამოარჩიეს #1TVSPORT

სეზონის ცუდი დასაწყისის შემდეგ, ნიქოზიისაპოელმა“ და გიორგი ქვილითაიამ მდგომარეობა გამოასწორეს – გუნდი 16 მატჩია არ აგებს, ქართველმა თავდამსხმელმა კი იანვრიდან გოლების გატანა დაიწყო.

კვიპროსულმა გამოცემ „სპორტაიმმა“ ბოლო მატჩებში 28 წლის ქართველი თავდამსხმელის და მისი მეწყვილის, ხორვატი ანტონ მაგლიცას შედეგიანი თამაში გამოარჩია.

„მათ ბოლო სამ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანეს – ამჟამად „აპოელისგოლეადორებში ქვილითაია და მაგლიცა ლიდერობენ. გუნდის ორმა თავდამსხმელმა ბოლო სამ მატჩში (ჩემპიონატსა და თასზე) გუნდის გატანილი 9 გოლიდან 6 საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. ამით „აპოელი“ სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვნად დააწინაურეს“, – წერს „სპორტაიმი“.

კვიპროსული გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ქვილითაიამ ბოლო წლების საუკეთესო პირად შედეგს უახლოვდება:

„ხორვატი გუნდს გვიან შეუერთდა, მაგრამ საკუთარ როლს თავი კარგად გაართვა. ქართველი კი მეორე გამორჩეულ სეზონს ატარებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. საუკეთესო შედეგი შარშან „ანორთოსისის“ მაისურით ჰქონდა, სადაც სეზონი 14 გოლით დაასრულა“.

აპოელის“ ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ბოლო 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა, სულ კი 18 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა და კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულშია.