„აპოელი“ ქვილითაიას იცავს - მან „ანორთოსისს“ წარმატება მოუტანა და პატივისცემა მაინც დაიმსახურა #1TVSPORT
„აპოელი“ ქვილითაიას იცავს - მან „ანორთოსისს“ წარმატება მოუტანა და პატივისცემა მაინც დაიმსახურა #1TVSPORT

„აპოელმა“ (სადაც სამი ქართველი თამაშობს) თემურ ქეცბაიას „ანორთოსისთან“ პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა 2:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. მაგრამ ამ მატჩმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. „ანორთოსისი“ გიორგი ქვილითაიას დასჯას ითხოვს – ამის შესახებ გუნდის პრესსპიკერმა დიმიტრი ქრისტოფორუმ Super Sport FM-თან ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაიამ გოლი ყოფილი გუნდის ფანების ტრიბუნის წინ დემონსტრაციულად აღნიშნა, რამაც „ანორთოსისის“ ქომაგების აღშფოთება გამოიწვია. გუნდის წარმომადგენლები კი ფანების პროვოცირებისთვის ქართველი თავადმსხმელის დასჯას ითხოვენ.

„ქვილითაიას ყვითელი ბარათი რომ მიეღო, მაშინ „აპოელი“ ათი ფეხბურთელით დარჩებოდა. ის მეორე ბარათით უნდა დაესაჯა, რადგან ერთი უკვე მიღებული ჰქონდა. ქვილითაის ჩვენთან მტრულად არ მოექცნენ და ასეთი ქცევის არანაირი საბაბი არ ჰქონდა“, – ამბობს დიმიტრი ქრისტოფორუ.

Super Sport FM-მა კომენტარი „აპოელის“ წარმომადგენელს, ნექტარიოს პეტევინოსსაც ჩამოართვა.

„ეს ისტორია „ანორთოსისთან“ ჩემპიონატის პირველი საშინაო თამაშით დაიწყო, როდესაც „ანორთოსისის“ ფეხბურთელმა ვარდამ ჩვენს ფანებს შეურაცხყოფა მიაყენა. მაგრამ არ ველოდი, რომ „ანორთოსისს“ ექნებოდა პრეტენზიები და პრობლემა ქვილითაიასთან. რა ელის მას თასის განმეორებით შეხვედრაში, როდესაც ჩვენს სტუმრად ვითამაშებთ? ჯობია ამაზე არ ვიფიქროთ. ვეთანხმები, რომ ქვილითაია ასე არ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ ვარდამ რაც გააკეთა გიორგის ზეიმთან ნუ გააიგივებთ. ქვილითიამ ითამაშა, „ანორთოსისს“ წარმატება მოუტანა და პატივისცემა დაიმსახურა. პირველ თამაშში „ანორთოსისთან“ გაიტანა და გოლი ხომ არ იზეიმა? არა. ხელი ასწია და პატივისცემა გამოხატა. ფეხბურთში დაძაბულობა ბუნებრივია, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ და დაძაბულობა არ უნდა გავამწვავოთ“, – აცხადებს ნექტარიოს პეტევინოსი.