აპოელ-ის მთავარი მწვრთნელი - ვიცით, რომ „დილა“ კარგი გუნდია, ამიტომ დაცვაში აგრესიულად უნდა ვეთამაშოთ #1TVSPORT
აპოელ-ის მთავარი მწვრთნელი - ვიცით, რომ „დილა“ კარგი გუნდია, ამიტომ დაცვაში აგრესიულად უნდა ვეთამაშოთ #1TVSPORT

კვიპროსული აპოელ-ი საქართველოშია და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ მატჩამდე „დინამო არენაზე“ ივარჯიშა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რიკარდო სა პინტომ პრესკონფერენცია გამართა და მომავალი მატჩისთვის გუნდის სამზადისზე ისაუბრა.

„გორის „დილა“ საკმაოდ კარგი გუნდია, რომელსაც ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს – განსაკუთრებით ბრაზილიელები, ასევე ტიერი გეილი და ონორე გომისი. ისინი ტექნიკური მოთამაშეები არიან და თუ საშუალებას მივცემთ, ბევრი ხიფათის შექმნა შეუძლიათ.

„დილა“ სტანდარტულ მდგომარეობებსაც კარგად იყენებს. კარგად ორგანიზებული გუნდია. ამიტომ დავალებები უნდა შევასრულოთ და დაცვაში აგრესიულად ვიმოქმედოთ. ვიცით, რომ მეტოქე საშინაო თამაშებს კარგად ატარებს. თუმცა, ჩვენ საკუთარი მიზნები გვაქვს და გამარჯვების მოპოვება გვსურს.

თბილისში ჩვენი წყვილის პირველი შეხვედრაა და ვეცდებით, რაც შეიძლება კარგ შედეგს მივაღწიოთ, რომ კვიპროსში საპასუხო მატჩს უკეთეს სიტუაციაში შევხვდეთ.

რაც შეეხება აპოელ-ის ქართველ მოთამაშეებს, გუნდისთვის ორივე ძალიან მნიშნელოვანი ფიგურაა, მათ საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვთ. რა თქმა უნდა, მათთვის სამშობლოში თამაში დამატებითი მოტივაციაა. ამასთან, ემოციური კუთხითაც ძალიან რთული თამაში იქნება“, – ამბობს აპოელ-ის მთავარი მწვრთნელი.

„დილასა“ და აპოელ-ის შეხვედრა „დინამო არენაზე“ 10 აგვისტოს გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს 21:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩის ბილეთები TKT.GE-ზე და „დინამო არენის“ სალაროებში იყიდება, მისი ფასი 5 ლარია.

პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში „დილას მეტოქე „გენტისა“ (ბელგია) და „პოგონის“ (პოლონეთი) წყვილში გამარჯვებული იქნება. მატჩები 24 და 31 აგვისტოს გაიმართება.