აპოელ-ის მთავარი მწვრთნელი - გაგვიმართლა და გავიტანეთ, მაგრამ ჯერ „დილასთან“ დაპირისპირების შედეგი გარკვეული არაა #1TVSPORT
აპოელ-ის მთავარი მწვრთნელი - გაგვიმართლა და გავიტანეთ, მაგრამ ჯერ „დილასთან“ დაპირისპირების შედეგი გარკვეული არაა #1TVSPORT

კვიპროსის აპოელ-ის მთავარმა მწვრთნელმა, რიკარდო სა პინტომ „დინამო არენაზე“ გორის „დილასთან“ კონფერენს-ლიგის პირველი მატჩის (0:2) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.

„პირველ ტაიმში, წინა მატჩის მსგავსად, კარგად ვერ ვითამაშეთ, აგრესია დაგვაკლდა, თუმცა ანგარიში გავხსენით. ძალიან გაგვიმართლა, რადგან ეს გოლი დაუმსახურებლად გავიტანეთ.

მეორე ტაიმში გავაანალიზეთ მეტოქის თამაში და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მენტალურად და ფიზიკურად მომზადებულები ვიყავით „დილასთან“ მსგავსი სცენარისთვის და მიხარია, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

ჯერ არაფერია დასრულებული, ეს დაპირისპირება ორრაუნდიანია და მომავალი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა აპოელ-ის მთავარმა მწვრთნელმა.

ქართული გუნდი კვიპროსში აპოელ-ს 17 აგვისტოს შეხვდება. კონფერენს-ლიგის პლეიოფში გასვლის შემთხვევაში გორის „დილას“ მეტოქე „გენტი“/„პოგონის“ წყვილში გამარჯვებული იქნება.