აპოელ-ის მოთამაშე გეორგიოს ეფრემი - „დილა“ ძლიერია, მაგრამ უნდა მოვიგოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ #1TVSPORT
აპოელ-ის მოთამაშე გეორგიოს ეფრემი - „დილა“ ძლიერია, მაგრამ უნდა მოვიგოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ მატჩამდე კვიპროსის აპოელ-ის მოთამაშემ, გეორგიოს ეფრემმა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

„რთული თამაში გველოდება, მეტოქე კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ მოვიგოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

წინა მატჩი სერბულ „ვოივოდინასთან“ შეცვლაზე ვითამაშე. მწვრთნელის გადასაწყვეტია, როდის ვიქნები გუნდისთვის უფრო ეფექტური და როდიდან ჩავერთვები თამაშში. ჩემი მთავარი მიზანია, ნებისმიერ დროს გუნდს მოგებაში დავეხმარო.

ახლა „დილასთან“ თბილისურ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი და გვინდა, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ, მომდევნო თამაშზე ჯერ არ ვფიქრობთ“, – განაცხადა გეორგიოს ეფრემმა.

„დილასა“ და აპოელ-ის შეხვედრა „დინამო არენაზე“ 10 აგვისტოს გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს 21:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ. ბილეთები TKT.GE-ზე და „დინამო არენის“ სალაროებში იყიდება, მისი ფასი 5 ლარია.

პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში „დილას“ მეტოქე „გენტისა“ (ბელგია) და „პოგონის“ (პოლონეთი) წყვილში გამარჯვებული იქნება. მატჩები 24 და 31 აგვისტოს გაიმართება.