ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთის თასზე 120 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
რუმინეთის თასის 1/4-ფინალში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეა“ „კლუჟს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ქართველის გუნდი 3:5 დამარცხდა.
ანზორ მექვაბიშვილმა 120 წუთი ითამაშა. 50-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ანგარიში ბაიარამ გახსნა. მასპინძლებმა ათი წუთის შემდეგ ანგარიში გაათანაბრეს. ქართველმა პენალტების სერიაშიც მიიღო მონაწილეობა და თავისი გუნდის მხრიდან პირველი დარტყმა ზუსტად შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ანზორ მექვაბიშვილმა „უნივერსიტატეას“ რიგებში მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.