ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთის ჩემპიონატში გაიტანა და მატჩის მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთის ჩემპიონატში გაიტანა და მატჩის მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთის ჩემპიონატში გაიტანა, „უნივერსიტატეას“ „კლუჟის“ დამარცხებაში დაეხმარა (3:0) და საქართველოს ნაკრებს კარგი განწყობით შეუერთდება.

ეროვნული გუნდის ნახევარმცველი რუმინეთის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის პირველ ტურში კრაიოვას „უნივერსიტატეას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, „კლუჟის“ კარი 38 წუთზე აიღო და ანგარიში გახსნა, საბოლოოდ კი 8,2 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

კრაიოველებმა შესვენების შემდეგ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. სტუმრებს 61-ე წუთზე კარლოს მორამ გაუტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში მე-80 წუთზე იოვო ლუკიჩმა დააფიქსირა, მექვაბიშვილი კი მხოლოდ ამის შემდეგ (84 წუთზე) შეცვალეს.

უნივერსიტატეა“ საჩემპიონო 6-გუნდიან ჯგუფში 29 ქულით ლიდერობს.