ანზორ მექვაბიშვილმა გოლი გაიტანა და „უნივერისტატეაში“ რუმინეთის ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

ანზორ მექვაბიშვილმა გოლი გაიტანა და კრაიოვის „უნივერსიტატეას“ რუმინეთის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტის, კლუჟისუნივერსიტატეას“ დამარცხებასა (5:0) და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.

რუმინეთის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის მე-9 ტურში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, 65 წუთი ითამაშა და 59-ე წუთზე ლამაზი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე სეზონში სამი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემაა.

უნივერსიტატეამ“ 49 ქულა დააგროვა, „კლუჟს“ ოთხი ქულით გადაასწრო და, ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, რუმინეთის თასის შემდეგ, ჩემპიონობაც გაინაღდა.