ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერი „უნივერსიტატეას“ ძვირად ღირებული ტრანსფერების ხუთეულში მოხვდა #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილის ამერიკულ „ჩიკაგო ფაიერში“ ტრანსფერი კრაიოვის „უნივერსიტატეას“ ისტორიაში ერთ-ერთ ძვირად ღირებული გარიგება იქნება – სტატისტიკას რუმინული გამოცემა DigiSport-ი აქვეყნებს.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ორ-ნახევარი სეზონის შემდეგ რუმინეთის სუპერლიგას ტოვებს, ტრანსფერის საფასური 3 მილიონი ევროა, პლუს გათვალისწინებულია ბონუსები.
მექვაბიშვილის „უნივერსიტატიიდან“ წასვლა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ეს დროის ამბავია. ქართველი ფეხბურთელის MLS-ში გადასვლა ბოლო წლებში რუმინული კლუბის მიერ განხორციელებულ ტოპ 5 ტრანსფერში მოხვდა.
მექვაბიშვილმა რუმინეთის ჩემპიონ „უნივერსიტატეაში“ შესანიშნვი სეზონი ჩაატარა – გასულ წელს, კლუბთან ერთად, რუმინეთის ჩემპიონი, ასევე თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა. ქართველმა გუნდის შემადგენლობაში 119 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მექვაბიშვილს რუმინული კარიერიდან ყველაზე მეტად ის გოლი დაამახსოვრდება, რომელიც გასული სეზონის ბოლოსწინა ტურში „კლუჟს“ გაუტანა, იმ მატჩის მოგებამ (5:0) გუნდს ჩემპიონობა მოუტანა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გადამწყვეტი პენალტი გაიტანა რუმინეთის სუპერთასზეც“, – წერს რუმინული გამოცემა.
„უნივერსიტატეას“ ხუთი ყევლაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი:
ვალენტინ მიჰაილა – „პარმა“, 9.5 მილიონი ევრო;
ალექსანდრუ მიტრიცი – „ნიუ-იორკ სიტი“, 8 მილიონი ევრო;
ალექსანდრუ ჩიკალდაუ – „გალათასარაი“, 6.5 მილიონი ევრო;
ანდრეი ივანი – „კრასნოდარი“, 3 მილიონი ევრო;
ანზორ მექვაბიშვილი – „ჩიკაგო“, 3 მილიონი ევრო;
მექვაბიშვილი „უნივერსიტატეაში“ 2024 წლის იანვარში „დინამო თბილისიდან“ 750 ათას ევროდ გადვიდა. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 33 მატჩი აქვს ჩატარებული.