ანზორ მექვაბიშვილი – „ხეტაფე“ და აეკ-ი ჩემით დაინტერესებულნი არიან, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილმა ჯერ არ იცის, ახალ სეზონს ისევ კრაიოვის „უნივერსიტატეაში“ ჩაატარებს თუ სხვა გუნდში, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და რუმინული კლუბის ფეხბურთელმა პირველ არხთან განაცხადა.
ცოტა ხნის წინ რუმინულ გამოცემებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 24 წლის ქართველი ნახევარმცველით ესპანეთის ლა ლიგის „ხეტაფე“ და ბერძნული აეკ-ი დაინტერესდნენ.
„ეს ამბავი თქვენსავით რუმინული მედიიდან შევიტყვე. ვიცი, რომ ეს რეალური ინფორმაციაა და ინტერესი ნამდვილად არსებობს. თუმცა ჯერ ოფიციალურად არაფერია და ისიც არ ვიცი, დავრჩები თუ არა კრაიოვაში“, – განაცხადა ანზორ მექვაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა დასრულებულ სეზონში კრაიოვის „უნივერსიტატეას“ შემადგენლობაში „ოქროს დუბლი“ შეასრულა – რუმინეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.