ანზორ მექვაბიშვილი - არ გვსურდა, ხალხი სტადიონიდან მოწყენილი წასულიყო #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილი - არ გვსურდა, ხალხი სტადიონიდან მოწყენილი წასულიყო #1TVSPORT

ევრო 2023-ზე მეორე მატჩის ფრედ (2:2 ბელგიასთან) დასრულების შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა, ანზორ მექვაბიშვილმა იმ ფსიქოლოგიურ მუხტზე ისაუბრა, რომელმაც გუნდს თამაშის გადარჩენის საშუალება მისცა. ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდა – 0:2.

„პირველ ტაიმში მეტოქემ დაგვჩაგრა. გადამწყვეტი იყო გასახდელში საუბარი იმის შესახებ, რომ ხალხი ჩვენთვის მოვიდა და მათი იმედები უნდა გაგვემართლებინა. ამან გარდატეხა შეიტანა თამაშში. ვგრძნობდი, როგორი ჟინი ჰქონდათ ბიჭებს. ასეთი მძიმე ტაიმის შემდეგ ჩვენთვის ფრეც კარგი შედეგი იყო. მადლობა გულშემატკივრებს თანადგომისთვის.

„ჩვენ წაგებას არცერთი ანგარიშის დროს არ ვეგუებით. ყველამ ნახეთ, რა ემოციები იყო. არ გვსურდა, ხალხი სტადიონიდან მოწყენილი წასულიყო“, – განაცხადა მექვაბიშვილმა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს 27 ივნისს ნიდერლანდებთან გამართავს. ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი ოთხი ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში ქულის მოპოვებით ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს.