ანზორ ჩუბინიძე - პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია მზად იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილი შევიდეს და იმუშაოს
ანზორ ჩუბინიძე - პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია მზად იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილი შევიდეს და იმუშაოს

პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია მზად იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილი შევიდეს და იმუშაოს, თუმცა ტექნიკური სამუშაოები შესაძლოა კვლავ იყოს ჩასატარებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განუცხადა.

ანზორ ჩუბინიძე ვერ აკონკრეტებს, რა დაჯდა შენობის რემონტი.

„თანხები ზუსტად არ ახსოვს. ვფიქრობ, რომ გარკვეული ეტაპისთვის პრეზიდენტის რეზიდენცია მზად იქნება, რომ პრეზიდენტი შევიდეს და იმუშაოს, თუმცა ტექნიკური სამუშაოები შესაძლოა კვლავ იყოს ჩასატარებელი. შენობას დაცვა იცავს. ყველაფრის მიუხედავად, იმის აუცილებლობა არ არის, რომ რაღაც დავაჩქაროთ და სიჩქარეში რაიმე გაფუჭდეს. პრეზიდენტი შევა და მას მუშაობის საშუალება ექნება, თუმცა შესაძლებელია, რაიმე ტექნიკური დეტალი იყოს. ისეთი სიჩქარე არ არის საჭირო, რომ რაღაც დაზიანდეს”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ მუშაობის დაწყებას ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლეში აპირებს.