ანტვერპენში, სტოკჰოლმსა და მოსკოვში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ
ანტვერპენში, სტოკჰოლმსა და მოსკოვში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

ევროპის სამ ქალაქში მიმდინარე ATP-ს 250-იან სერიის ტურნირებზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.

ანტვერპენში, ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ფრანგი გაელ მონფილსი და არგენტინელი დიეგო შვარცმანი დაუპირისპირდებიან. მეორე ნახევარფინალში ტურნირის პირველ ჩოგნად განთესილი ბრიტანელი კაელ ედმუნდი, საფრანგეთის წარმომადგენელ რიშარ გასკეს შეხვდება.

სტოკჰოლმში შეჯიბრი სენსაციების გარეშე წარიმართა და ჩოგბურთელები ნახევარფინალებში ასე დაწყვილდნენ: ჯონ ისნერი – ერნესტ გულბისი, ფაბიო ფონინი – სტეფანოს ცისიპასი. ამერიკელი გიგანტი, ჯონ ისნერი ტურნირის პირველ ჩოგნად არის განთესილი, ისე კი მსოფლიო რეიტინგში მე-10 ჩოგბურთელია.

მოსკოვის ტურნირზე პირველ ნომრად იტალიელი მარკო ჩეკინატო იყო განთესილი, რომელიც ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. ტურნირის პირველ ნახევარფინალში ნახევარფინალში კარენ ხაჩანოვი დანილ მედვედევს დაუპირისპირდება, ხოლო ანდრეას სეპი კი ადრიან მანარინოს შეხვდება.