ანტვერპენში აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა ჩამოინგრა
ანტვერპენში აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა ჩამოინგრა

ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით იუწყება. აფეთქების შედეგად გამოწვეულმა ტალღამ სამი შენობის ჩამონგრევა გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი დაშავებული გამოიყვანეს. მათი ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა, დაშავებულები კიდევ იმყოფებოდნენ.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ასევე, უცნობია აფეთქების მიზეზი. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.