ანტუან გრიზმანმა რასიზმში ბრალდებისთვის ბოდიში მოიხადა
ანტუან გრიზმანმა რასიზმში ბრალდებისთვის ბოდიში მოიხადა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი რასიზმში დაადანაშაულეს.

ფრანგმა ფეხბურთელმა „ტვიტერში“ კოსტუმირებული საღამოდან ფოტო განათავსა. გრიზმანი ღონისძიებაზე 80-იანი წლების შოუ-გუნდის „ჰარლემ გლობტროტერსის“ კალათბურთელის ფორმაში გამოწყობილი მივიდა. ამასთან, ფორვარდმა სახე შავად შეიღება და აფრო ვარცხნილობა გაიკეთა.

გულშემატკივრებმა კოსტუმის გამო გრიზმანი რასიზმში დაადანაშაულეს და ფეხბურთელს თავის მართლება მოუწია.

„დამშვიდდით, მეგობრებო. მე „ჰარლემ გლობტროტერსისა და იმ შესანიშნავი ეპოქის ფანი ვარ“.

მოგვიანებით კი, ფრანგმა ფოტო წაშალა და ბოდიში მოიხადა.

„ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი. ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს ტკივილი მივაყენე”.