ანტუან გრიზმანის შეძენით მექსიკური კლუბი „მონტერეი“ დაინტერესდა #1TVSPORT

18:57, 08.08.2025

გამოცემა Record-ის ინფორმაციით, მექსიკური კლუბი „მონტერეი“, სადაც სერხიო რამოსი თამაშობს, დაინტერესებულია მადრიდის „ატლეტიკოს“ 34 წლის ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის შეძენით.

გრიზმანმა რამდენიმე თვის წინ მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ფრანგი ვეტერანის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 18 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი