ანტუან გრიზმანის მომავალი გაურკვეველია
ანტუან გრიზმანის მომავალი გაურკვეველია

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა საკუთარ მომავალზე ილაპარაკა. ფრანგმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა ესპანეთის ჩემპიონატში.

„დიდი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, ჯერ ადრეა. მეც მინდა, მალე გავიგო, სად გავაგრძელებ კარიერას. მე ეს უფრო მეტად მჭირდება, ვიდრე ვინმე სხვას, მაგრამ მოცდა აუცილებელია. არ ვიცი, დავრჩები თუ არა ესპანეთის ჩემპიონატში. შესაძლოა, ყველაფერი ცნობილი გახდეს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. მანამდე კი მინდა, უბრალოდ ფეხბურთი ვითამაშო და სიამოვნება მივიღო“, – მოჰყავს გრიზმანის სიტყვები „მარკას“.

გასულ სეზონზე გრიზმანმა 48 ოფიციალური მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 21 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.