ანტუან გრიზმანი უახლოეს დღეებში MLS-ში გადავა – ფაბრიციო რომანო #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში MLS-ის კლუბის, „ორლანდო სიტის“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ბოლო დღეებში დიდ პროგრესსაც მიაღწიეს. „ორლანდოს“ სპორტული დირექტორი რიკარდო მორეირა მადრიდში იმყოფება და სურს, ფრანგი შემტევი რაც შეიძლება მალე შეუერთდეს მის გუნდს.
ამ სეზონში 34 წლის გრიზმანმა ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.