ანტუან გრიზმანი შესაძლოა ნეიმარში გაიცვალოს
ანტუან გრიზმანი შესაძლოა ნეიმარში გაიცვალოს

„ბარსელონამ“, შესაძლოა, სეზონის ბოლოს ანტუან გრიზმანი გაყიდოს. ინტერნეტ-პორტალ Le10Sport-ის ინფორმაციით, ფრანგმა ვერ ააწყო ურთიერთობა კატალონური გრანდის ლიდერ ლიონელ მესისთან.

არგენტინელი ვარსკვლავი უკმაყოფილოა იმით, რომ „ბარსელონამ“ შეიძინა გრიზმანი იმის ნაცვლად, რომ დაეხარჯა ფული „პარი სენ-ჟერმენიდან“ ნეიმარის დაბრუნებაში. თუ უახლოეს თვეებში მესისა და ფრანგ ფორვარდს შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესდა, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა შეეცდება, მომავალი წლის ზაფხულში გრიზმანი „პსჟ“-ს ნეიმარში გაუცვალოს.

ამ სეზონში გრიზმანმა „ბარსელონაში“ ცხრა ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.