ანტუან გრიზმანი „ორლანდო სიტის“ შეუთანხმდა და „ატლეტიკოს“ დატოვებს #1TVSPORT

22:52, 22.03.2026

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ანტუან გრიზმანის ტრანსფერი MLS-ის კლუბ „ორლანდო სიტისთან“ პრაქტიკულად შეთანხმებულია.

ამერიკულ კლუბს „ატლეტიკოს“ შემტევის გადაბირება მარტში სურდა, მაგრამ მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება გრიზმანის სეზონის ბოლომდე მადრიდში დარჩენის შესახებ.

ახალი მონაცემებით, კონტრაქტი ორწლიანია და ძალაში 2026 წლის ზაფხულში შევა. უახლოეს დღეებში გრიზმანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება ფორმალობების მოსაგვარებლად და გარიგების ფინანსური დეტალების შესათანხმებლად.

მიმდინარე სეზონის შემდეგ ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ამის შემდეგ შეუერთდება „ორლანდოს“.

მსგავსი