ანტუან გრიზმანი - მესისთან ყველაფერი კარგად მექნება, მბაპესთან დაკავშირებით მსგავსი სიტუაცია იყო
ანტუან გრიზმანი - მესისთან ყველაფერი კარგად მექნება, მბაპესთან დაკავშირებით მსგავსი სიტუაცია იყო

„ბარსელონას“ ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ახალი სეზონის წინ, თავის მოლოდინზე ილაპარაკა, აგრეთვე, გაამხილა თანაგუნდელ ლიონელ მესისთან დამოკიდებულება.

„ეს იყო ყველასთვის ძალიან ცუდი სეზონი, მაგრამ ახლა შეიძლება ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

მესისთან ურთიერთობა? ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება. მბაპესთან დაკავშირებით მსგავსი სიტუაცია იყო. თავიდან ერთმანეთი არ გვესმოდა გადაცემების მხრივ. მასთან შესათამაშებლად ბევრი დრო დამჭირდა.

„ბარსელონაში“ ყველაფერი მაწყობს. დარწმუნებული ვარ გუნდში და მწვრთნელში. ისევ მინდა ყველა ტურნირის მოგება, რომელშიც მონაწილეობას მივიღებთ. ჩვენ ხომ სეზონი ტიტულების გარეშე ჩავატარეთ, რაც „ბარსელონაში“ დიდი ხანია არ მომხდარა“, – განაცხადა გრიზმანმა AS-თან კომენტარში.