ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოში“ რჩება 
ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოში“ რჩება 

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა და უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს არსად გადასვლას არ აპირებს.

თავის “ტვიტერზე” გრიზმანმა განათავსა ვიდეო, რომელშიც ის “ატლეტიკოს” საშინაო არენის გვერდით დგას.

“ჩემი ფანები, ჩემი გუნდი, ჩემი სახლი”, – დაწერა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, ფრანგს უნდა გაეკეთებინა არჩევანი – “ატლეტიკოში” დარჩენა თუ “ბარსელონაში” გადასვლა.
27 წლის ფორვარდი “ატლეტიკოში” 2014 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.