ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოში“ დარჩება
ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოში“ დარჩება

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი, ანტუან გრიზმანი „ბარსელონაში“ არ გადავა, – ამის შესახებ წერს ესპანური გაზეთი Marca.

კატალონიურ გრანდს სურდა 27 წლის ფრანგის გადაბირება, მაგრამ თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა მადრიდში დარჩენა. დაიწერა, რომ გრიზმანის გადაწყვეტილებაზე დიდად იმოქმედა „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ფაქტორმა.

უფრო ადრე, გრიზმანმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყვეტდა თავის მომავალს, რათა სატრანსფერო სპეკულაციებს მის თამაშზე ცუდად არ ემოქმედა.