ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმები საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

11:28, 06.07.2025

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა უკრაინაზე რუსეთის შეტევები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს თავდასხმები საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

გუტერეშის პრესმდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი გამოხატავს შეშფოთებას საშიში ესკალაციისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის გამო. ანტონიუ გუტერეშის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით.

ამასთან, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ცეცხლის დაუყოვნებლივი და უპირობო შეწყვეტის მოწოდება გასცა.

„ამ თავდასხმებმა შეაფერხა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ენერგომომარაგება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოებისთვის არსებულ რისკებს“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი