ანტონიო რუდიგერი - მე დავარწმუნე ვერნერი, რომ ჩელსიში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნებოდა
ანტონიო რუდიგერი - მე დავარწმუნე ვერნერი, რომ ჩელსიში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნებოდა

„ჩელსისა“ და გერმანიის ნაკრების მცველი ანტონიო რუდიგერი „ლაიპციგის“ ფორვარდ ტიმო ვერნერის ლონდონურ გუნდში გადასვლის შესახებ კომენტარს.

„ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე, რადგან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. მან მითხრა, რომ დაინტერესებული იყო ინგლისში გადასვლით. რა თქმა უნდა, მაშინ მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა – დავარწმუნე, რომ ჩელსიში გადმოსვლა კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა. ძალიან მიხარია, რომ ტიმომ „ჩელსი“ აირჩია. მას 17 წლის ასაკიდან ვიცნობ“,- ციტირებს „ჩელსის“ ოფიციალური საიტი რუდიგერს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერნერის გადაყვანა ჩელსის 53 მილიონი ევრო დაიჯდა.