ანტონიო რუდიგერი - გერმანიის ნაკრებს გამარჯვების ველური წყურვილი დააკლდა [ვიდეო] #1TVSPORT

ანტონიო რუდიგერმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ფიასკოზე ისაუბრა – მადრიდის „რეალისა“ და გერმანიის ნაკრების მცველის აზრით, გუნდს წარმატებისთვის ბრძოლის ჟინი და წყურვილი დააკლდა.

ჯგუფური რაუნდის მე-3 ტურში გერმანიამ კოსტა რიკას მოუგო (4:2) და 4 ქულა დააგროვა, ისვე როგორც ესპანეთმა, მაგრამ ჯგუფში მე-2 ადგილი ესპანეთმა ბურთების სხვაობის უკეთესი მაჩვენებლით დაიკავა.

„დავუბრუნდით საწყის წერტილს და მკაცრი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ არის სხვა რამ, რაც საჭიროა წარმატების მისაღწევად. ეს არის წარმატების წყურვილი, რაღაცნაირი ველური გრძნობა. თორემ ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ“, – განუცხადა რუდიგერმა Sport 1-ს.

მადრიდის „რეალისა“ და გერმანიის ნაკრების მცველის მშობლები სიერა-ლეონედან სამოქალაქო ომის გამო გერმანიაში გაიქცნენ, სადაც ანტონიო დაიბადა.

ანტონიო რუდიგერი არის ჩემპიონთა ლიგის, უეფა-ს სუპერთასის, ევროპალიგის, ინგლისის ასოციაციის თასისა და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული.