ანტონიო რიუდიგერს ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაცია ელოდება #1TVSPORT

04:41, 04.04.2025

უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტი 4 აპრილს მიიღებს გადაწყვეტილებას „რეალის“ სამი ფეხბურთელის – ანტონიო რიუდიგერის, დანი სებალიოსისა და ვინისიუსის მიმართ, – წერს ესპანური გაზეთი Marca.

კერძოდ, უეფა-მ უნდა განიხილოს ამ ფეხბურთელების არასპორტული საქციელი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.

როგორც ვარაუდობენ, რიუდიგერი „არასათანადო ჟესტების“ გამო ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს და გამოტოვებს „არსენალთან“ პირველ მეოთხედფინალს. სებალიოსსა და ვინისიუსს კი სიტყვიერ გაფრთხილებასა და ფულად ჯარიმას აკმარებენ.

მსგავსი