ანტონიო კონტეს „ნაპოლიში“ რუდი გარსიას შემცვლელად მოიაზრებენ #1TVSPORT
ანტონიო კონტეს „ნაპოლიში“ რუდი გარსიას შემცვლელად მოიაზრებენ #1TVSPORT

რუდი გარსიას დათხოვნის შემთხვევაში, „ნაპოლის“ ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ანტონიო კონტეს კანდიდატურას განიხილავენ, – იუწყება Sky Sport Italia.

გამოცემის ინფორმაციით, ანტონიო კონტე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის ფავორიტია და „ნაპოლი“ მზად არის, 54 წლის იტალიელი სპეციალისტის გუნდში მოსაყვანად მნიშვნელოვანი თანხა გაიღოს.

აღსანიშნავია, რომ კონტეს კანდიდატურას „სევილიაშიც“ აქტიურად განიხილავენ.

ანტონიო კონტე ბოლოს „ტოტენჰემს“ წვრთნიდა და გუნდი 2023 წლის მარტში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ბოლო მატჩში „ფიორენტინას“ უმასპინძლა და იტალიის ჩემპიონი საკუთარ სტადიონზე 1:3 დამარცხდა.