ანტონიო კონტემ, შესაძლოა, „ინტერი“ უახლოესი 48 საათის განმავლობაში დატოვოს #1TVSPORT
ანტონიო კონტემ, შესაძლოა, „ინტერი“ უახლოესი 48 საათის განმავლობაში დატოვოს #1TVSPORT

იტალიაში გამოაცხადეს, რომ ანტონიო კონტე უახლოეს დროში დატოვებს „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს.

გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ნერაძურიმ“ და 51 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, შესაძლოა, უახლოეს 48 საათში გაწყვიტონ კონტრაქტი.

„ინტერის“ გეგმებშია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება, მაგრამ, ამასთან, სურს ბიუჯეტის შეკვეცა მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რაც არ შეესაბამება კონტეს ამბიციებს. მწვრთნელს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენციისთვის, მილანურ კლუბს არა წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა, არამედ შემადგენლობის გაძლიერება ესაჭიროება.

ამ სეზონში „ინტერი“ კონტეს ხელმძღვანელობით იტალიის ჩემპიონი გახდა.